ენა ადამიანთა ურთიერთობის იარაღია.მისი შემწეობით ადამიანები უზიარებენ ერთმანეთს აზრებს უზიარებენ და აღწევენ ურთიერთგაგებას.აზრთა გაცვლა მუდმივი და სასიცოცხლო საჭიროებაა, რადგან უმისოდ შეუძლებელია მოეწყოს ადამიანთა ერთად მოქმედება ბუნების ძალებთან ბრძოლაში. ენა უშუალოდ დაკავშირებულია აზროვნებათან,
სწორი ზეპირი და წერითი მეტყველება ადამიანის კულტურული დონის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია. ვინც სწორად აზროვნებს, სწორადაც მეტყველებს და პირიქით; ხოლო, თუ ეს ასეა, მაშინ სავსებით გასაგებია ის უდიდესი მნიშნელობა, რაც სწორ მეტყველებას, ენას ენიჭება ყოველმხრივ განვითარებული მოქალაქის ჩამოყალიბების საქმეში.