ქართული ენის ისტორია
ქართული ხალხური
ლიტერატურის უძველესი
ძეგლი არის
იაკობ ცურტაველის ქმნილება,ოღონდ
ისიც კარგად ვიცით,რომ
ამ ფრაზას,ჩვეულებრივ,დაერთვის
ხოლმე სიტყვები-,,ჩვენამდე მოღწეული“ დიახ, ,,შუშანიკის წამება“
არის ჩვენამდე
მოღწეული უძველესი
ძეგლი და
არა საერთოდ
უძველესი,იგულისხმება,რომ მანამდეც
უეჭველად არსებობდა
სხვა ნაწარმოებები,რომლებმაც ნიადაგი
შეუმზადეს ამ
ქმნილებას, ჟამთ სიავით თუ
ჩვენივე დაუდევრობით აწ დაკარგული,სამუდამოდ გაუჩინარებული ნაწარმოებები.
დაბეჯითებით შეიძლება
ითქვას,რომ
ქართული მწერლობა
თვით ქრისტიანობის მიღებამდეც უეჭველად
არსებობდა,მემატიანის მიერ მოწოდებული ცნობით,ქართული
დამწერლობა გაერთიანებული ქართლის პირველი
მეფის-ფარნავაზის დროს,ძველი
წელთაღრიცხვით მეოთხე-მესამე საუკუნეთა
მიჯნაზე შეუქმნიათ
და ხმარებაში
შემოუღიათ.
იმაზე რომ
ქართველებს ქრისტიანობის მიღებამდე ჰქონდათ
დამწერლობა, ისიც
მიუთითებს, რომ
იმგვარი ჩამონაკვთული,სრულყოფილი,ჰარმონიული ფორმები,როგორიც
დღემდე ცნობილ
უძველეს ქართულ
ასოებს აქვს,ზეცით ვერ
მოევლინებოდათ ჩვენს
წინაპრებს ამნაერი
სრულყოფილების მისაღწევად დამწერლობას ხანგრძლივი,მრავალსაუკუნოვანი გზა
უნდა გაევლო.
,,რა ენა წახდეს,ერიც დაეცეს“-ხშირად უყვარდა
ამის გამეორება
ილია ჭვჭვაძს,ენა უნდა დავიცვათ
შერყვნილობისაგან,ენას
ისე უნდა
ველოლიავოთ,მოვუაროთ,როგორც დედა
თვის პირმშო
შვილს. ენა
არის დედა-ბოძი საქართველოს ერთიანობის,მთლიანობის და
თუ ეს
დედა-ბოძი
გამოვაცალეთ მაშინ.....
აი,როგორი
სიყვარულით გვიხატავს
ქართულ ასოებს
დიდი კონსტანტინე გამსახურდია:
ანი,ნამგლისათვის მიუმსგავსებია მიწის
მოყვარულ ქართველ
ხალხს.
ბანი,ყელმოღერებულ სუროებს,დოქებს
და ჭინჭალებს
არა ჰგავს?
განი,ლაგინებს
და ჭურებს(ღვინის მოყვარული
ხალხის მოგონილია
უთუოდ)
ღანი,ყარი,ლასი,დონი,წერაქვებსა და ჩაქუჩებს,ეს მელითონეთა და
რვალის ხუროთ
მიერ მონაგონია.
ენის,სანის,ხარის,ნარის,ვინის,ფარის,წილის,ქარის,კლერტოები ლეკურებს,ხმლებს,სატევრებს,წათებს და
ელშუბებს მაგონებს.
და აი,ოცდაექვსი საუკუნეა
რაც ჩვენი
ხალხი ისტორიულის ცხოვრებით ცხოვრობს,ოცდაექვსი საუკუნეა,რაც თითქმის დაუწყნარებლად,მოუსვენრად იბრძვის
თავისი მიწის,სარწმუნოებისა,ენისა
და ერობის
დასაცველად,მუდამ
დღე,მუდამ
წამს,ქართველი
კაცის ფიქრი
იმაზე იყო,რომ ვინმე იმის
ქვეყანას,იმის
რჯულს,ერობასა
და ენას
არ შეხებოდა.
ქართული მარტო
ენაა?!
ქართული ქართველთ
რწმენაა!
ღმერთია!ბედისწერაა!
ზღვა როა!
იმოდენაა!
No comments:
Post a Comment