დიდი იაკობი


დიდი იაკობი
          
     XIX- საუკუნიდან დაიწყო მშობლიური ენის შეზღუდვა საქართველოში,დაიწყო მისი დევნა სახალხო სკოლებიდან,რაც დიდ ეროვნულ უბედურებად მიაჩნდათ.რუსეთის პოლიტიკა იმპერიაში შემავალი მცირე ერებისადმი იმაში მდგომარეობდა,რომ ჩაეკლა მათში ყოველგავრი სახელმწიფოებრიობის საწყისები,დაეტოვებინა ისინი უვიცობაში და ბოლოს,შესაძლებლობის მიხედვით,მოეხდინა მათი გარუსება.
რუსეთიდან ჩამოსული მოხელეების ცდა და მოღვაწეობა იქით იყო მიმართული,რომ საქართველოს სკოლებიდან დედაენა განდევნილიყო და იმის ნაცვლად დაწყებით სკოლებშიც კი შემოეღოთ რუსულ ენაზე სწავლება.
მიუხედავად დიდი სიძნელეებისა ქართული ენა გადაურჩა განადგურებას და ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა იაკობ გოგებაშვილმა,რომელმაც ქართველ ხალხს დედაენა შეუდგინა.


1978 წელს კიდევ ერთხელ დადგა ქართული ენა დიდი განსაცდელის წინაშე,მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ სცადეს მისი ხელყოფა.ქართველმა ხალხმა ბარიკადებზე დაიცვა იგი და ალბათ ამით მას სამუდამო სიცოცხლე დაუმკვიდრა.
1990 წლის 14 აპრილს რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება,რომ ამიერიდან 14 აპრილი აღინიშნებოდა როგორც ქართული ენის დღე,ირაკლი აბაშიძე წერდა:,,მამული,ენა, სარწმუნოებამაგრამ მათ შორის რომ ენა არა,ვინ იტყვის,ვინ იცის  რა მოუვიდოდა მამულსაც და სარწმუნოებასაც საუკუნეების უკიდეგანო ოკეანეში.





No comments:

Post a Comment